599 744 544 / (032) 2 37 77 52

75 Merab Kostava Street, Tbilisi, Georgia

ჩვენი სერვისები

”დაცვის სამსახური თბილისი” გთავაზობთ უახლესი განგაშის სისტემების და აღჭურვილობის მონტაჟს ბინებში, ოფისებსა და მაღაზიებში, მათ შორის, სეზონური კავშირით.

წვდომის კონტროლის
GPS და რადიო
დაშვების სისტემები

.

პირადი დაცვა

დაცვის სამსახურის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა და უსაფრთხოების სერვისით უზრუნველყოფა. კონტრაქტის პირობებში, მომსახურების გაწევა და თანამშრომლობა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ორგანიზაციებთან.

დაცვის სამსახური მაღალკვალიფიციური თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული,რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ ყველაზე ფორსმაჟორულ გარემოშიც კი. თანამშრომლები აღჭურვილნი არიან საოფისე მანქანებით, საქმიანობისთვის საჭირო ყველა თანამედროვე ინსტრუმენტებით, მათ შორის: ხელის რადიოსადგურებითა და იარაღით, რომლის ტარებაც ნებადართულია „დაცვის საქმიანობის შესახებ“, საქართველოს კანონით, რაც დაცვის სასმსახურის უზრუნველსაყოფად აუცილებელი წინაპირობაა.

მომხმარებელს ვთავაზობთ სანდო გარემოს და ყველა წესების დაცვით ვიცავთ პარტნიორთა უსაფრთხოებას, რაშიც, გარდა პროფესიონალი თანამშრომლებისა, გვეხმარება მაღალი დონის ტექნიკა-აპარატურა.

.

სიგნალიზაცია

უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მოთხოვნადი და აპრობირებული საშუალებაა სიგნალიზაცია, რომელიც ობიექტის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. დაცულ ობიექტზე უცხო პირის შეღწევის მცდელობისას, მყისიერად ხდება რეაგირება.
სიგნალიზაციის აპარატურა დამზადებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ და გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი უძრავი ქონება, საოფისე ფართი თუ ბიზნეს-ობიექტი ყველაზე საიმედოდ იქნება ჩვენ  მიერ დაცული.
ვიდრე სერვისის მიწოდებას განვახორციელებდეთ, სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის დასაცავი ობიექტის სპეციფიკაციებს, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაგეგმვა თუ რომელ წერტილებში უნდა განთავსდეს აპარატურა. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კომპონენტების შეთავაზება, როგორიცაა: სახანძრო სიგნალიზაციის დეტექტორი , მინის მსხვრევის დეტექტორი, გერკონი და სხვა საშუალებები.
სიგნალიზაციის მონტაჟსა და 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს ახორციელებენ კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც საჭირო უნარ-ჩვევების სრულყოფის მიზნით, მუდმივად გადიან გადამზადების პროგრამას, სპეციალურ ტრენინგ-კურსებს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ დაცვის ელექტრონული სისტემების გამართულობას. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაურეკოთ მორიგე ოპერატორს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ობიექტის უსაფრთხოების შესახებ.

.

საგანგაშო ღილაკი

საგანგაშო ღილაკი არის სიგნალიზაციის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გამოიყენება კონფიდენციალურად სწრაფი რეაგირების ჯგუფების გამოძახების მიზნით. არსებობს განგაშის სიგნალის ორი სახეობა: სტაციონალური, რომელიც განთავსდება თქვენთვის მოსახერხებელ, შეუმჩნეველ ადგილზე და დისტანციური განგაშის ღილაკი (ეგრეთ წოდებული, ბრელოკი), რომლითაც შეგიძლიათ დაცული ობიექტის ნებისმიერი წერტილიდან გააგზავნოთ განგაშის სიგნალი.

.

სარეზერვო ელექტრო-კვება

იმის მიუხედავად, სიგნალიზაცია კაბელიანი არის თუ უკაბელო, ის საჭიროებს ელექტრო-კვებას. სწორედ ამიტომ, უნდა შეირჩეს აკუმულატორის ტევადობა, რათა ელექროენეგიის  გამორთვის შემთხვევაში, სიგნალიზაციამ შეძლოს ფუნქციონირება.
სტანდარტული სიტუაციებისთვის, როგორც წესი, საკმარისია 7ამპ/სთ ტევდაობის აკუმულატორი, რომელიც გარანტირებულად მუშაობს 18-დან 36-საათამდე პერიოდში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ელექტროენერგიის გამორთვის საშიშროება მეტ დროს შეადგენს, აუცილებელია უფრო მაღალი ტევადობის აკუმულატორის გამოყენებაც. ჩვენი კომპანიის ტექნიკური სამსახური ელ- ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული დეტალური  ინფორმაციის  გაცნობის შემდეგ, მიიღებს  შესაბამის კომპეტენტურ გადაწყვეტილებას .

თუ რომელი ტევადობის აკუმულატორი იქნება გამოყენებული თქვენი ობიექტის დაცვის სისტემის გამართულად მუშაობისათვის.

.

მცველი

ცოცხალი ძალით დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა გამორჩეული სერვისია. მცველების გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის ობიექტებზე. მცველები აღჭურვილნი არიან უნიფორმით, ხელის რადიოსადგურებით, ხელკეტით, ხელბორკილით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებული იარაღით. ისინი უზრუნველყოფენ თქვენს ობიექტზე მატერიალური ფასეულობებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე შემუშავებული იქნება ობიექტის სპეციალური დაცვის ღონისძიებები, როგორიცაა საშვთა ბიურო , თერმო სკრინინგი და სხვა.

ითანამშრომლეთ ჩვენთან

მიიღეთ კონსულტაცია

მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტით ან დარეკეთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე – კვალიფიციური თანამშრომელი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.

(032)

2 37 77 52